ვაკანსიები

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

კომპანია აცხადებს  ელექტრომატარებლის მემანქანის მოსამზადებელ ჯგუფში ჩასარიცხ პირთა შესარჩევ კონკურს.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

  • ასაკი 19-35 წელი;
  • ქარული ენის ცოდნა;
  • სრული საშუალო განათლება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • პრობლემური სიტუაციიდან ოპერატიულად გამოსვლის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი; 

საბუთების  შემოტანის  წესი  და  ვადები: 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 15 მისამდე ელექტრონულ მისამართზე: info@metro.ge; lmkheidze@metro.ge;  echivadze@metro.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკანტთა შერჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების (CV) მიხედვით;

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება. ამ პროცედურის შესახებ კანდიდატები წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას.

 გისურვებთ წარმატებებს. 

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.