თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება მოიხსნა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება სრულად 11:00 საათიდან განახლდა. შეგახსენებთ რომ ტექნიკური შეფერხების გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა - ფშაველა" და „სახელმწიფო უნივერსიტეტი" 10:15 საათიდან შეფერხებით მუშაობდა და ვერ ემსახურებოდა მგზავრებს. 
სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა პრობლემის აღმოფხვრა დროულად შეძლეს. 
თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი"- „ვარკეთილი") შეუფერხებლად მუშაობდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.